კობახიძე ამტკიცებს, რომ სახელმწიფო "მოწოდების სიმაღლეზე დგას"
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე დგას. ქვეყნის პრემიერი ისევ ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობაზე საუბრობს და ოპოზიციას მოუწოდებს პროვოკაციების დაგეგმვისგან თავის შეიკავოს.
სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე და არავის მივცემთ ქვეყანაში არეულობის შემოტანის შესაძლებლობას. მმართველი გუნდი გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესები მშვიდ გარემოში გაგრძელდეს და ამომრჩეველმა 26 ოქტომბერს მშვიდ ვითარებაში შეძლოს საკუთარი არჩევანის გაკეთება.
მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, თავი შეიკავონ პროვოკაციების დაგეგმვისგან. ნებისმიერ პროვოკაციას სახელმწიფოსგან უმკაცრესი პასუხი გაეცემა.
მოვუწოდებ ყველა სამართალდამცავ უწყებას, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და პროვოკაციების აღკვეთაზე განსაკუთრებული ყურადღებით იმუშაონ“, - განაცხადა კობახიძემ.