"ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი და დემოკრატია საფრთხის ქვეშ არის" - დანიუს ჟალიმასი საოკუპაციო ხაზთან იმყოფება
ამ წუთებში ევროპარლამენტარი დანიუს ჟალიმასი საოკუპაციო ხაზთან იმყოფება - გავლენიანი პოლიტიკოსი ხურვალეთში პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრებთან ერთად ჩავიდა.
დანიუს ჟალიმასი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებს ხვდება და თავადვე ეცნობა იმ გაუსაძლის ვითარებას, რომელშიც ცხოვრება ქართველ ხალხს უწოვეს.
საოკუპაციო ხაზიდან ევროპარლამენტარის გზავნილი მკაფიო იყო. დანიუს ჟალიმასმა პირდაპირ თქვა, რომ მისი ვიზიტის მიზანია ქართული საზოგადოების მხარდაჭერა სწორედ მაშინ, როდესაც ხალხის ევროპული არჩევანი და დემოკრატია საფრთხის ქვეშ არის.
ამასთან, ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში საქართველო ევროპული ოჯახის წევრი ვერ გახდება.
ევროკავშირი მნიშვნელოვან მხარდაჭერას უცხადებს ქართველი ხალხის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მნიშვნელობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთი ბორდერიზაციას აგრძელებს და ადამიანურ ტრაგედიას იწვევს ოკუპაციის გამო. ჩემი ვიზიტის მიზანია საქართველოს და ქართველი ხალხის მხარდაჭერა მაშინ, როდესაც ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი და დემოკრატია საფრთხის ქვეშ არის. ის, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში საქართველო ვერ გახდება ევროპული ოჯახის წევრი, ამ ვითარებაში ეს ცხადია. შესაბამისად, იმიტომ ვარ მე აქ, რომ მე ვარ საქართველოს მხარდამჭერი იქამდე, სანამ რუსეთი აგრძელებს იმას, რაც საოკუპაციო ხაზთან ყველაზე ნათლად ჩანს. ყველაზე მნიშვნელოვანია ევროპულ გზაზე სვლა", - ამბობს დანიუს ჟალიმასი.
გავლენიან პოლიტიკოსთან ერთად, ხურვალეთში "გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდიაც იმყოფება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტარებმა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების მძიმე ყოფა საკუთარი თვალით ნახონ.
საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი არის დასავლეთი, რომელიც ამ ხნის მანძილზე არ აღიარების პოლიტიკის ფარგლებში აძლიერებდა საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას. მაშინ, როდესაც ერთადერთი მშვიდობიანი გზა ამ კონფლიქტის გადაჭრის და ქვეყნის გამთლიანების გადის ქვეყნის დემოკრატიის და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაზე და მაშინ, როდესაც საფრთხის ქვეშ არის ეს ყველაფერი, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი თვალით ვანახოთ ჩვენს მეგობარ ევროპარლამენტარებს, თუ როგორ მძიმე ყოფაში უწევთ ადამიანებს ცხოვრება საოკუპაციო ხაზთან", - ამბობს თეონა აქუბარდია.