„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია რეგიონებში წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს

12.10.24 13:54
„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია რეგიონებში წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია რეგიონში ამომრჩევლებთან შეხვედრებს აგრძელებს. მან შეხვედრები გამართა ზესტაფონსა და ქუთაისში ადგილობრივ მოსახლეობასთან.  

როგორც პაატა დავითაია აცხადებს, მოსახლეობა მზად არის მონაწილეობა მიიღონ 26  ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში და მხარი დაუჭირონ  ოპოზიციურ პარტიებს და ქვეყნის ევროპულ მომავალს.  

„საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა იმერეთის რეგიონში - ზესტაფონში და ქუთაისში. შეხვედრა კითხვა -პასუხის რეჟიმში გაიმართა. ადგილობრივ მოსახლეობა ძალიან გათვითცნობირებულია საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რაც აუცილებლად უნდა გატარდეს მათი სოციალური პრობლემების გადასაჭრელად. ჩვენი მთავარი ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ეს არის  ჩვენი მხარდამჭერების პოზიციაც, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ ამ არჩევნების მნიშვნელობა და ის გამოწვევები, რის წინაშეც ქვეყანა დგას" - აცხადებს პაატა დავითაია.

მსგავსი სიახლეები