Bloomberg: რუსეთისთვის აკრძალული ტექნოლოგიების მიწოდების მხრივ ინდოეთი მეორე ადგილზეა

12.10.24 16:16
Bloomberg: რუსეთისთვის აკრძალული ტექნოლოგიების მიწოდების მხრივ ინდოეთი მეორე ადგილზეა

ინდოეთმა რუსეთში სანქცირებული საქონლის ექსპორტი გააორმაგა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ამერიკელ, ევროპელ და ინდოელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ინდოეთიდან რუსეთში სანქცირებული პროდუქციის, როგორიცაა მიკროჩიპები და დანადგარები, ექსპორტი 2024 წლის აპრილსა და მაისში 60 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს ამავე წლის წინა თვეებთან შედარებით თითქმის, გაორმაგებული მაჩვენებელია. ხოლო ივლისში ექსპორტის მოცულობამ 95 მილიონ დოლარს მიაღწია.

საერთო ჯამში რუსეთი ინდოეთისგან თავისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის საიდუმლო ტექნოლოგიების დაახლოებით, მეხუთედ ნაწილს იღებს.

მსგავსი სიახლეები