როგორ აპირებს "ძლიერი საქართველო" მიუსაფარი ცხოველების დაცვას? - კოალიციამ უფლებადამცველებს გეგმა წარუდგინა
კოალიცია "ძლიერო საქართველოს" ლიდერები საარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ. პოლიტიკოსებმა დღეს ცხოველთა უფლებადამცველებს წარუდგინეს გეგმა, თუ როგორ აპირებენ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მიუსაფარი ცხოველების დაცვას. პოლიტიკურ კოალიციაში მიაჩნიათ, რომ ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზეა დასარეგულირებელი.
ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას და ძალიან ეფექტურად შეუწყობდა ხელს ამ პრობლემის მოგვარებას, ცხოველების, როგორც პატრონიანი, ისე მიუსაფარი ცხოველების იდენტიფიცირება და აღრიცხვა, ასევე ცხოველების უკონტროლო გამრავლების ერთგვარი მონიტორინგი და მართვა, ამავდროულად, ცხოველების მიტოვების კუთხით პრევენციული ნაბიჯების გადადგმა კანონდებლობით უნდა იყოს უზრუნველყოფილი და უნდა არსებობდეს ამის აღსრულების მექანიზმები", - აცხადებს დეა მეტრეველი.