სკანდალი: სანქცირებული რუსი ოლიგარქი იახტების გადამალვას საქართველოში ითხოვდა - ვინ აუნთო მწვანე შუქი (ფარული ჩანაწერები)
"შაბათის ეთერის" ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება - სანქცირებული რუსი ბიზნესმენი ოლეგ დერიპასკა, საქართველოს საბუთების გაყალბებას და მისი სანქცირებული იახტებისთვის ქართული დროშის მინიჭებას ითხოვდა.
"ტვ პირველის" გამომძიებელმა ჟურნალსტებმა მოიპოვეს მტკიცებულებები, რომ ოლიგარქ დერიპასკას 2022 წლის გაზაფხულში ქონების გადასამალად საქართველო ჰქონდა შერჩეული. მაკა ანდრონიკაშვილმა ჩაწერა ადამიანი, რომელიც ამტკიცებს, რომ ამაზე თანხმობა დერიპასკას "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირველმა პირებმა მისცეს.
მოთხოვნის მთავარი მიზეზი, სნქცირებული ოლიგარქის კუთვნილი და ნეიტრალურ წყლებში გადამალული ძვირადღირებული იახტები იყო.
გიორგი ჩიკვაიძე კომპანია "რამსეს ჯორჯიან იახტინგ პლატფორმის" დირექტორი, "შაბათის ეთერს" უყვება, რომ რუსი ოლიგარქის, დერიპასკას, წარმომადგენლები მას დაუკავშირდნენ, უთხრეს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან, სანქცირებული იახტისთვის ქართული დროშის მინიჭება შეთანხმებული ჰქონდათ, მაგრამ სჭირდებათ სერტიფიცირებული წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც საბუთებს მოამზადებდა, ასეთი კი ჩიკვაიძის კომპანია იყო.
გიორგი ჩიკვაიძი ნაამბობი დასტურდება აუდიოჩანაწერებითაც - შეტყობინების ავტორი სანქიცრეუბლი ოლიგარქის ოლეგ დეპესკას, ნდობით აღჭურვილი პირი - ეკატერინე მასლოვაა. ის მოითხოვდა სასწრაფო წესით, საჭირო საბუთები დამზადებას და სანქცირებული იახტისთვის ქართული დროში უმოკლეს ვადებში მინიჭებას.
- ირკვევა ისიც, რომ ეკატერინა მასლოვამ რუსი ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკას, სანქიცრეუბლი იახტისთვის ქართული დროშის მისანიჭებლად საქართველოში გადმოაგზავნა საბუთები. დოკუმენტები კვიპროსშია დამოწმებული და აჩვენებს, რომ იახტა თითქოს კვიპროსული კომპანიის საკუთრება იყო. თუმცა კვიპროსის ოფშორიდან საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება, რომ ოლიგარქი დერიპასკა სწორედ კვიპროსული კომპანიის სახელზე მალავდა მის 65 მილიონიან იახტა კლიოს.
გიორგი ჩიკვაიძე, ამბობს, თავადაც ხვდებოდა რა რისკი იყო სანქცირებული რუსი ოლიგარქის იახტისთვის ქართული დროში მინიჭება. ის იმ დროს "ქართული ოცნებასთან" დაახლოებულ ბიზნესმენად ითვლებოდა, ამიტომ გადაწყვიტა, ზემდგომებთან გადაემოწმებინა, ნამდვილად იყო თუ არა ხელისუფლების ნებართვა რომ პუტინის ოლიგარქებს სანქციბისგან გვერდის ავლაში დახმარებოდა.
სანქცირებული რუსი ბიზნესმენისთვის მწანე შუქის ამთებებად "ქართული ოცნების" ლიდერები, ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე სახელდებიან.
ჩიკვაიძე დარწმუნებულია, რომ კობახიძე-მდინარაძე შიკრიკები იყვნენ, საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები კი თავად ბიძინა ივანიშვილია.
"დარწმუნებული ვარ, რომ დერიპასკა ბიძინა ივანიშვილთან იყო კავშირში"- ამბობს ბიზნესმენი.