ივანიშვილთან დაახლოებულმა კომპანიამ 62 წლის ქალს მამის მიერ დატოვებული ქონება წაართვა

12.10.24 21:59
ივანიშვილთან დაახლოებულმა კომპანიამ 62 წლის ქალს მამის მიერ დატოვებული ქონება წაართვა

აბასთუმნის მკვიდრი 62 წლის მზია კბილაშვილი დახმარებას ითხოვს - "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ინტერვიუში ქალი ამბობს, რომ უსამართლობის მსხვერპლია.

მისი თქმით, უკვე მესამე წელია, სამართალს კარდაკარ ეძებს. სასამართლო-სასამართლო დადის, რომ მისი გარდაცვლილი მამის უძრავი ქონება დაიკანონოს. 

ქონება აბასთუმანშია - ტერიტორიას კი ის ხალხი ედავება, ვინც ბიძინა ივანიშვილის ობიექტებს აშენებს. ბოლო სამი წელიწადია, მზია კბილაშვილს იმედი აქვს, რომ ახალციხის საქალაქო სასამართლოსგან საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების გაბათილებას და აბასთუმანში, რუსთაველის ქუჩის 8 ნომერში, მისი გარდაცვლილი მამის უძრავი ქონების რეგისტრაციის უფლებას მისცემს თუმცა უშედეგოდ. 

ირკვევა, რომ  ხის საწარმოს შენობა და მის გარშემო ტერიტორიას, რომელსაც მზია კბილაშვილის მამა 1993 წლიდან ფლობდა, ახლა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია "ვილა აბასთუმნის" საკუთრებაა. ქალს მიწა ისე წაართვეს მისთვის არავის არაფერი უკითხავს. 

მზია კბილაშვილი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ ადგილობრივი ხელისუფლება, საჯარო რეესტრი და ქონების მართვის ეროვნული სააგენტო ერთდროულად მოქმედებდა. 

აბასთუმანში დაჩაგრული გლეხები - თამთა დოლენჯაშვილის სპეციალური რეპორტაჟი


 

მსგავსი სიახლეები