პრეზიდენტი: ქარტიით წავედი ევროპაში, მივიღე პირობა, რომ თუ შესრულდება, დაგვაბრუნებენ მოლაპარაკებების გახსნის კართან

12.10.24 21:22
პრეზიდენტი: ქარტიით წავედი ევროპაში, მივიღე პირობა, რომ თუ შესრულდება, დაგვაბრუნებენ მოლაპარაკებების გახსნის კართან

საქართველოს პრეზიდენტი "შაბათის ეთერთან" გაკეთებულ განცხადებას დღეს სპეციალურ ბრიფინგზეც იმეორებს და ამბობს, რომ ევროპაში მიიღო პირობა, რომ თუ ქართული ქარტიით გათვალისწინებული ძირითადი პუნქტები შესრულდება, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე სწრაფად დაბრუნდება: 

მე რაც პირობა დავდე საზოგადოების წინაშე, მიმაჩნია, რომ შესრულებულია, ეს ქარტია შედგა. ეს არის ჩვენი სამოქმედო გეგმა, რომ დავუბრუნდე ევროპულ მომავალს, რომ გადავურჩეთ რუსულ წარსულს თუ მომავალს და გარანტია მივცეთ საქართველოს დამოუკიდებლობის, საქართველოს წინსვლას.

მინდოდა გამევლო პარტიებთან ყველა პუნქტი ქარტიის და მიმეღო მათგან კიდევ ერთხელ დაზუსტებული პირობა, რომ ეს ქარტია იქნება სრულად შესრულებული. მე ამ ქარტიით წავედი ევროპაში, შევხვდი ყველა პასუხისმგებელ პირებს და მათგან მივიღე პირობა, რომ ეს თუ შესრულდება რაღაც დონეზე, მთლიანობაში პოლიტიკური ნება თუ იქნება, პირობა მივიღე , რომ ჩვენ დაგვაბრუნებენ სასწრაფო ტემპით იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავით - მოლაპარაკებების გახსნის კარებთან.

მე მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ამ მხრივ საზოგადოებისა და ჩვენი პარტნიორების წინაშე და ვარ ჩემი სიტყვის ერთგული. ეს გავიარე ყველა პარტიასთან და ყველასგან მივიღე დასტური, რომ არიან ამ პროცესში, რომ არიან ერთგულნი ამ ქარტიის და მზად არიან იმისთვის, რომ ბოლომდე მიიყვანონ პროცესი და ამით მე ვარ ძალიან კმაყოფილი"- თქვა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები