ვანის ბაზრის მოვაჭრეს 58 000 ლარი, 13 000 $ და ერთი კილო ოქრო გასტაცეს - ქალი დახმარებას ითხოვს
წაღებულია 1 კგ ოქრო და თითქმის 100 000 ლარი - ვანის ბაზარში მწვანილით მოვაჭრე ქალი, 27 წლის მანძილზე ნაგროვებ ქონებას ერთ თვეზე მეტია, ეძებს, თუმცა უშედეგოდ.
მზია პაიკიძე "შაბათის ეთერს" უყვება, რომ 58 000 ლარი, 13 000 აშშ დოლარი და ოქრო ორგანიზებულმა ბანდამ რამდენიმე კვირის წინ გაიტანა და გაუჩინარდა.
პოლიცია ვერც დამნაშავეებს და ვერც გატანილ ფულსა და ძვირადღირებულ ნივთებს ვეღარ პოულობს.
შემთხვევა 7 ოქტომბერს სოფელ სალხინოში მოხდა. მზია პაიკიძე ამბობს, რომ თავდამსხმელებმა ჯერ მისი რძალი და შვილი სასტიკად სცემეს, შემდეგ კი საწოლზე მიაბეს. ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა თავად მწვანილის გამყიდველიც.