ერთგული ვართ ქართული ქარტიის და სწორედ დემოკრატიულ, პროდასავლურ პარტიებთან ერთად შევკრავთ კოალიციურ ხელისუფლებას - ბოკუჩავა
“ჩვენ ერთგული ვართ ქართული ქარტიის და სწორედ დემოკრატიულ, პროდასავლურ პარტიებთან ერთად არჩევნების შემდეგ შევკრავთ კოალიციურ ხელისუფლებას", - ამის შესახებ ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ ტექნიკური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.
ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი პარტია, როგორც ერთ-ერთი ხელმომწერი ქართული ქარტიისა, რომელიც არის გზამკვლევი ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების, იმ ევროპული დღის წესრიგის და რეფორმების, რომელიც კოალიციურმა ხელისუფლებამ აუცილებლად უმოკლეს დროში უნდა გაატაროს, ჩვენ ერთგული ვართ ქართული ქარტიის და სწორედ დემოკრატიულ, პროდასავლურ პარტიებთან ერთად ჩვენ არჩევნების შემდეგ შევკრავთ კოალიციურ ხელისუფლებას,- განაცხადა ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.
გუშინ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ევროპაში მიიღო პირობა, რომ თუ ქართული ქარტიით გათვალისწინებული ძირითადი პუნქტები შესრულდება, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე სწრაფად დაბრუნდება.