"ოცნების" ომის პროგანდისტული გზავნილები ამჯერად გორში დევნილობაში მცხოვრებ მოსახლეობას მოასმენინეს

13.10.24 12:56
"ოცნების" ომის პროგანდისტული გზავნილები ამჯერად გორში დევნილობაში მცხოვრებ მოსახლეობას მოასმენინეს

ხელისფლების ომის პროპაგანდისტული გზავნილები ამჯერად 2008 წლის შემდეგ დევნილობაში მცხოვრებ მოსახლეობას მოასმენინეს. გორის მერი და საკრებულოს თავჯდომარე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ანწუხელიძის ქუჩაზე მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდნენ და აგვისტოს ომის გამო ბოდიშის მოხდაზე ისაუბრეს. 
ერთადერთი მოქალაქე, რომელმაც შეხვედრაზე კითხვის დასმა სცადა, გააძევეს.

ახლა არ ვარ მე მოსული იმაზე სალაპარაკოდ, თუ რამდენი რამ გაკეთდა და რა არის კიდევ გასაკეთებელი. ბევრი რამე გაკეთდა, ბევრი რამეც გასაკეთებელია. ვარდისფერი სათვალე არ გვიკეთია, ეალობას ვხედავთ. ასეთ რთულ რეგიონში ასეთ რთულ დროს ასეთი სწორი პოლიტიკით მმართვის შედეგია, რომ მშვიდობა გვაქვს. ჩვენ რომ ეს ნაბიჯი გადაგვედგა და ამ კონფლიქტში ჩავრთულიყავით, უბრალოდ, დაფიქრებაც არ მინდა, რა მოხდებოდა, - თქვა „ოცნების“ წევრმა ლადო ხინჩეგაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს. 

მსგავსი სიახლეები