თუ პრეზიდენტის მიერ კანდიდატების დასახელება საარჩევნო პროცესს თავდაყირა დააყენებს, ეს პრობლემა იქნება - მეზვრიშვილი
როგორი ფორმითაც არ უნდა ჩამოყალიბდეს ტექნიკური მთავრობა, ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ არც „ოცნების“ მთავრობა ჩამოყალიბდეს მხოლოდ და არც მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა, - ამის შესახებ პარტია "სქართველოსთვის" ლიდერი ნათია მეზვრიშვილი საუბრობს. გარდა ამისა, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ პრეზიდენტის მიერ ტექნიკური მთავრობის წარდგენამ საარჩევნო პროცესი თავდაყირა არ უნდა დააყენოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პრობლემა იქნება.
ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ როგორი ფორმითაც არ უნდა ჩამოყალიბდეს ტექნიკური მთავრობა, ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ არც „ოცნების“ მთავრობა ჩამოყალიბდეს მხოლოდ და არც მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა. ამის გამო დავუშვით ჩვენ ის კომპრომისი, რომელიც კომპრომისიც დავუშვით და ქარტიას ამის გამო მოვაწერეთ ხელი. ამიტომ, დაველოდებით როგორი შემოთავაზება იქნება და როგორ იქნება ეს ყველაფერი წარმოდგენილი. დიდი იმედი გვაქვს, რომ რის გამოც კომპრომისი დავუშვით, ამას ვიხილავთ პრაქტიკაში, არც „ოცნების“ და არც „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობას, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი და კრიტიკულად მნიშნელოვანი.
მე არ ვიცი რას გამოიწვევს არჩევნებამდე პრეზიდენტის მიერ კანდიდატების დასახელება. თუ ეს გამოიწვევს საარჩევნო პროცესის თავდაყირა დაყენებას, თუ ეს გამოიწვევს კომუნიკაციის შეფერხებას მოქალაქეებთან და თუ ეს გამოიწვევს პარტიების სხვა საკიტხებით დაკავებას მაშინ, როცა დარჩენილ ორ კვირაში ჩვენ უნდა არჩევნებს ვიცავდეთ, მოქალაქეებთან კომუნიკაციაში უნდა ვიყოთ და „ოცნებისგან“ თავი გვაქვს დასაცავი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასე მარტივად კამპანიას ვერ ვატარებთ, რა თქმა უნდა, პრობლემა იქნება, - ამბობს მეზვრიშვილი.
გუშინ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ევროპაში მიიღო პირობა, რომ თუ ქართული ქარტიით გათვალისწინებული ძირითადი პუნქტები შესრულდება, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე სწრაფად დაბრუნდება.
სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ასევე განაცხადა, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე წარადგენს.