ვარკეთილში "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დაარბიეს
თბილისში, ვარკეთილში "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დაარბიეს. ფოტოებში, რომელიც ადგილიდან ვრცელდება, ჩანს დარბეული ოფისი. ჩამტვრეულია ფანჯრები და დაზიანებულია ინვენტარი. ოთახში მისხმულია წითელი საღებავიც.
ადგილზე ამ წუთებში "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები სოფო ჯაფარიძე და ირაკლი ნადირაძე მიდიან.