"მიხედვაც ვერ მოვასწარი, ისეთი სისწრაფით მოდიოდა ავტომობილი" - გახარიას გუნდის წევრი ქსანში მომხდარს იხსენებს
პარტია "საქართველოსთვის" წევრი ლია ყოჩიშვილი გუშინ ქსანში მომხდარ ინციდენტს იხსენებს, სადაც მისი მტკიცებით, დიმიტრი ხუნდაძის გარემოცვა მისთვის ავტომობილის დაჯახებას შეეცადა. პოლიტიკოსი ირწმუნება, რომ ამის მიზეზი მისი ხელისუფლებისადმი კრიტიკა გახდა.
ყოჩიშვილი ყვება, რომ მანქანას, რომელიც მისკენ დიდი სიჩქარით მიდიოდა, გიორგი მურჯიკნელი მართავდა. მისი თქმით, ქუჩა საკმადო ვიწრო იყოდა უბედრუ შემთხვევას სასწაულად გადაურჩა.
ზურგიდან ვიგრძენი, რომ ჩქარი მიმართულებით მოდიოდა ავტომობილი. მიხედვაც ვერ მოვასწარი, ისეთი სისწრაფით მოდიოდა და იქვე, მეზობლის ღობის კედელს მივეკარი. რომ არ გავცლოდი და გზის იქიდან მნიშვნელოვნად არ გადავსულიყავი, შესაძლებელი იყო, რომ მანქანა დამჯახებოდა, ისეთი სიჩქარით მოდიოდა. თან ძალიან ვიწრო უბანია. საჭეს მართავდა გიორგი მურჯიკნელი. ქალბატონები გამოემართნენ ჩემი მიმართულებით, სიტყვიერი შეურაცხყოფით, მუქარებით. ეს მოხდა იმ საღამოდან, როდესაც საზოგადოებრივ სკვერში მე და ბატონი შალვა კერესელიძე შევხვდით საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, - ამბობს ყოჩიშვილი.