საიდუმლო სიები და ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები - საგამოძიებო უწყებები არ რეაგირებენ
დანაშაულის შემცველი მტკიცებულებების გასაჯაროებიდან 24 საათი გავიდა, მაგრამ არცერთი საგამოძიებო უწყება არ რეაგირებს. საქმე ეხება შაბათის ეთერის ხმაურიან რეორტაჟს, საიდანაც დგინდება, რომ სამინისტროებსა და მუნიციპალიტეტებში დასაქმებულებს აიძულებენ, მხარი ივანიშვილის პარტიას დაუჭირონ. საჯარო მოსამსახურეებმა "ოცნებას" უნდა ჩააბარონ სიები ოჯახის წევრების პერსონალურ ინფორმაციასთან ერთად, რომ ხმას ნამდვილად ოლიგარქის ხელისუფლებას უჭერენ.
რისთვის სჭირდება ივანიშვილის პარტიას წინასწარ დაწერილი სიები? ოპოზიციაში ამბობენ, რომ ივანიშვილისს გუნდი შეშინებულია, რადგან კარგად იციან, რომ ქართველი ხალხი მათ რამდენიმე დღეში მართვის სადავეებს ჩამოართმევს.
ხელისუფლება ცდილობს, საჯარო მოხელეებს დააჯეროს ის, რაც ტყუილია. საქართველოში არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება. სწორედ ამერიკაში დამზადებული ეს მოწყობილობაა იმის გარანტია, რომ ვერავინ ვერასდროს გაიგოს, ვის მისცა ამა თუ იმ მოქალაქემ ხმა.
გადამწყვეტ არჩევნებამდე 13 დღეაა დარჩენილი. სამოქალაქო სექტორი და პროდასავლური ოპოზიცია ახლა სრულ მზადყოფნაში არიან. აპირებენ, დაიცვან თითოეული მოქალაქის ხმა, დაიცვან საჯარო მოხელეები, რათა ვერცერთმა ხელისუფლებამ საახელმწიფო სამსახურებში მომუშავე ადამიანების ტერორი ვეღარ გაბედოს.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.