"ერთიანობა" და გახარიას გუნდი "ოცნებას" წინასაარჩევნოდ ზონდერ ჯგუფების გააქტიურებაში ადანაშაულებენ
ვარკეთილში "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დაარბიეს. თავდამსხმელებმა ჯერ ფანჯრის მინები ჩაამსხვრიეს, შემდეგ კი საღებავით სავსე ბოთლები შეყარეს. "ერთობა ნაციონალური მოძრაობის" წევრები თავდასხმის ორგანიზატორად "ქართულ ოცნებას" შემსრულებლებად კი ზონდერ ჯგუფებს ასახელებენ. პატიის ყოფილი თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ეს თავდასხმა ზონდერ ჯგუფებთან ერთად "ქართული ოცნებიდან" ხალხის ძალაში პორტირებულმა სოზარ სუბარმა დაგეგმა.
დაშინების მცდელობაზე ალაპარაკდნენ ექსპრემიერის გუნდშიც. გიორგი გახარიას თანაგუნდელი ამტკიცებს, რომ სოფელ ქსანში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი გიორგი მურჯიკნელი მაღალი სიჩქარით მიმავალ ავტომობილს იმის გამო აჯახებდა, რომ ქალი მხარს ოპოზიციას უჭერს. პარტიის წევრები ამბობენ, რომ გიორგი მურჯიკნელი დიმიტრი ხუნდაძის ახლო გარემოცვის წევრია, ანგარიშსწორება კი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ლია ყოჩიაშვილმა სოფელში თანაგუნდელებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრები გახარიას თანაგუნდელებთან ერთად დაიწყო.
მთელი დღეა ქსნის პოლიციაში გამოკითხვების სერია მიმდინარეობს. ამ დრომდე უცნობია რა მუხლით დაიწყო გამოძიება გომელაურის უწყებამ. პარტიის წევრები მოითხოვენ, რომ გამოძიება განზრახ მკვლობის მცდელობის მუხლით წარიმართოს.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.