პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის შემადგენლობას არჩევნებამდე დაასახელებს - რას ამბობენ ოპოზიციაში

13.10.24 20:12
პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის შემადგენლობას არჩევნებამდე დაასახელებს - რას ამბობენ ოპოზიციაში

 

 

არჩევნებამდე ორი კვირით ადრე საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. სახელმწიფოს მეთაურმა დაანონსა, რომ 26 ოქტომბრამდე ის დაასახელებს ტექნიკური ადმინისტრციის შემადგენლობას, ეს გუნდი კი იმ რეფორმებს გაატარებს, რომელიც პრეზიდენტის ინიცირებულ ქარტიაშია ჩაწერილი და სწრაფად აღადგენს ევროკავშირთან ჩაშლილ მოლაპარაკებებს.

კონკრეტულ გვარებზე საუბარი ჯერ არ არის. ოპოზიცია ამბობს, რომ ქარტიის ერთგული რჩება და მზად არის, იქ გაწერილი რეფორმები გაატაროს. ახლა ერთადერთი დეტალია დასაზუსტებელი - გვარები არჩევნებამდე უნდა დასახელდეს თუ არჩევნების შემდეგ.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დროებით მთავრობაში ისეთი ხალხი უნდა მოხვდეს, ვინც მაღალ თანამდებობაზე არცერთი ხელისუფლების დროს არ ყოფილა. საუბარია პროფესიონალებზე, რომელთა კარიერასაც მძიმე პოლიტიკური წარსული არ აწევს. ამ ადამიანების ერთადერთი საზრუნავი იქნება იმ კანონების გაუქმება, რომელიც ქვეყანა ევროკავშირს დააცილა, კორუფციასთან რეალური ბრძოლის დაწყება და სასამართლოს გათავისუფლება.

იძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის გეგმა მნიშვნელოვანი სიგნალია იმ ადამიანებისთვის, ვინც "ქართული ოცნების" მმართველობამ დაღალა და ვისაც წინა ხელისუფლების დაბრუნება არ უნდა.

კონსულტაციები საქართველოს პრეზიდენტთან მომდევნო კვირასაც გაიმართება. სავარაუდოდ, სწორედ ოპოზიციასთან შეთანხმებით წარადგენს პრეზიდენტი დროებით ადმინისტრაციას, რადგან ეს ადმინისტრაცია საქართველოს პარლამენტში შესულმა პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა დაამტკიცონ.

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები