ბებიის გაუპატიურებაში ბრალდებული კაცი აცხადებს, რომ უდანაშაულოა - რას ყვება გლდანის ციხის პატიმარი
ბებიის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული კაციი თავს უდანაშაულოდ აცხადებს. 29 წლის გიორგი კირვალიძე გლდანის ციხიდან სატელეფონო ინტერვიუში ტვ პირველს ეუბნება, რომ პროვოკაცია მამიდამ მოუწყო, ოჯახის წევრის გაუპატიურება დააბრალა, რომ ქონება წაერთმია. პატიმრის მტკიცებით, მიზეზი ბინაა, რომლის მისაკუთრებაც მამიდას სურდა.
სექსუალურ დანაშაულში მხილებული ახალგარზდა ახლა გლდანის ციხეში შიმშილობს და ასე აპროტესტებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც ცხრა წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
ცნობილია, რომ პირველმა ინსტანციამ გიორგი კირვალიძე გაამართლა. საგამოძიებო უწყებამ მძიმე დანაშაულის საქმეში შესაბამისი მტკიცებულებები ვერ წარადგინა. არ არსებობს არც ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც იტყვის, რომ 70 წლის ქალი შვილიშვილის მიერ არის გაუპატიურებული.
რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს, მან ეროვნული ბიუროს მომზადებული დასკვნით იხელმძღვანელა, რომლის თანახმადაც, შვილიშვილის საცვლის ერთ-ერთი ნიმუში ხანდაზმული ბებიის საწოლზე აღმოჩნდა. უზენაესმა სასამართლომ კირვალიძის სარჩელი წარმოებაში საერთოდ არ მიიღო.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.