ჰეზბოლამ ისრაელის სამხედრო ბაზა დაბომბა - დაღუპულია 4 ჯარისკაცი
ჰეზბოლამ ისრაელის სამხედრო ბაზა დაბომბა. დაღუპულია 4 ჯარისკაცი და დაშავებულია სულ მცირე 67 ადამიანი. დაჭრილებიდან 7 სამხედროს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ქალაქ ბინიამინას ბაზას ლიბანურმა რადიკალურმა დაჯგუფებამ დრონებით შეუტია.
სოციალური ქსელებით გავრცელებული კადრებით ირკვევა, რომ უპილოტო საფრენ აპარატს სამიზნეში ამოღებული ჰქონდა სამხედრო ობიექტის სასადილო, სადაც იმ მომენტში ჯარისკაცები იმყოფებოდნენ.
ისრაელი პირობას დებს, რომ ჰეზბოლას სათანადოდ უპასუხებს.