„ევროპელი დემოკრატების“ საარჩევნო კამპანია ზუგდიდში
„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ზუგდიდში გამართა და მათ პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნოთ.
როგორც დავითაია აცხადებს, ზუგდიდის მოსახლეობა შეხვედრებზე მკაფიოდ აფიქსირებს პოზიციას ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის და ევროპული ღირებულებების მიმართ.
ზუგდიდის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რაც უნდა განხორციელდეს ზუგდიდში მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის, ეს ეხება ჯანდაცვას, განათლებას, სოციალურ მდგომარებას.
მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს იმ პოზიციისთვის, რაც აქვთ მათ ევროპული ღირებულებების და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ. ამ ადამიანებს კარგად აქვთ გაცნობიერებული ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობა, რაც არის გადამწყვეტი იმ საგარეო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, რაც ოკუპანტი ქვეყნიდან მომდინარეობს - აცხადებს პაატა დავითაია.