"ძალიან საინტერესო გამოსვლები იყო, რისთვისაც მადლობელი ვარ", - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციის შემდეგ
თბილისში, სასტუმრო "კოპალაში", დასავლური ვექტორის ორგანიზებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წიგნის "ძალის გამოღვიძება" პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას გარდა, "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ.
გამომსვლელების ტქმით, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი განახლებული გამოცემა უფრო სრულყოფილად აღწერს იმ მდგომარეობას, რომელშიც საქართველო იმყოფებოდა ავტორის მიერ წიგნში აღწერილ პერიოდში.
"გამოვიდა მიხეილ სააკაშვილის შევსებული გამოცემა, ვატარებთ პრეზენტაციას სხვადასხვა ქალაქში და ამჯერად აქ მოვიდნენ ძალიან საინტერესო ადამიანები, რომლებიც დაინტერესდნენ ამ წიგნით, იყო ძალიან საინტერესო გამოსვლები, რისთვისაც მათი ძალიან მადლობელი ვარ", - განაცხადა გიული ალასანიამ.
მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციას "კოპალაში" ესწრებოდნენ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები , ასევე მიხეილ ანთაძე, ქეთი ქურდოვანიძე, გია ბუღაძე და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა პირები.