პირველი შეხვედრა იმპიჩმენტით მუქარის შემდეგ
სვეტიცხოვლობის საზეიმო წირვაზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი დილიდან ესწრებოდა, ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრიც მივიდა. ეს არის ირაკლი კობახიძის და სალომე ზურაბიშვილის პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც პრემიერიმა პრეზიდენტს მორიგი იმპიჩმენტი დაუანონსა.
ფოტოზე, რომელიც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარშია გადაღებული, ჩანს, რომ კობახიძესთან ერთად "ოცნების" გენერალური მდივანი კახი კალაძეც იმყოფება. სალომე ზურაბიშვილი კი მათ სიახლოვეს დგას.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტს ხელახლა აანონსებს. ივანიშვილის გუნდი სალომე ზურაბიშვილის ისევ გადაყენებით ემუქრება. განცხადება მმართელ პარტიაშია 7 ოქტომბერს გაკეთდა. ქვეყნის პრემიერმა ასევე თქვა, რომ "მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" პარლამენტში ას მანდატზე მეტს მიიღებს, მყისიერად, პირველი სხდომის გამართვის შემდეგ პრეზიდენტის იმპიჩმენტი განხორციელდება".
სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ვადა საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში ისედაც ეწურება. ივანიშვილის გუნდს კი უნდა, რომ სალომე ზურაბიშვილს გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი მიანიჭოს.