26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზეც ქართველი ხალხი სწორედ რწმენით და ერთიანობით გააკეთებს არჩევანს - თინა ბოკუჩავა
„ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს მინდა მივულოცო სვეტიცხოვლობა. ჩვენთვის ძალიან დიდი დღესასწაულია, ძალიან ბევრი გამოწვევის, განსაცდელის დროს სწორედ ჩვენს რწმენას ძალიან როლი უთამაშია და დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზეც ქართველი ხალხი სწორედ რწმენით და ერთიანობით გააკეთებს არჩევანს.“ - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს მინდა მივულოცო სვეტიცხოვლობა. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი დღესასწაული, ძალიან ბევრი გამოწვევის, განსაცდელის დროს ჩვენი ქვეყნის ისტორიის მანძილზე სწორედ ჩვენს რწმენას ძალიან როლი უთამაშია და დარწმუნებული ვარ ახლაც, როდესაც ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, კეთილდღეობა დგას საფრთხის და გამოწევის წინაშე, სწორედ რწმენით, ერთიანობით, სიმშვიდით ქართველი ხალხი გააკეთებს საკუთარ არჩევანს 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე და ეს იქნება დღე, როდესაც გავერთიანდებით და ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოება დაიყოს, დაიქსაქსოს, დაუპირისპირდეს ერთმანეთს, რაც არის ის, რასაც ივანიშვილი 12 წლის მანძილზე ქადაგებს და რის ქადაგებასაც აგრძელებს, მათ შორის არჩევნების წინ.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.