“სვეტიცხოველი ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, სიძლიერისა და იდენტობის სიმბოლო"- სოფო ჯაფარიძე
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძე სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობას ულოცავს.
როგორც ჯაფარიძემ მცხეთაში ჟურნალისტებს განუცხადა, სვეტიცხოველი ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, სიძლიერის და ჩვენი ქვეყნის იდენტობის სიმბოლო, რომლითაც თითოეული ჩვენი მოქალაქე ამაყობს, ამაყობდა და იამაყებს ყოველთვის.
მინდა მთელ საქართველოს, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო სვეტიცხოვლობა, ეს უდიდესი დღესასწაული. მინდა ვუსურვო თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ბედნიერება, ჯანმრთელობა და თავისუფალ საქართველოში ცხოვრება. შეგეწიოთ ჩემო საყვარელო ადამიანებო დღევანდელი დღის მადლი. სვეტიცხოველი ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, სიძლიერის და ჩვენი ქვეყნის იდენტობის სიმბოლო, რომლითაც თითოეული ჩვენი მოქალაქე ამაყობს, ამაყობდა და იამაყებს ყოველთვის", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.