ჩვენ ვართ მთავარი სამიზნე ივანიშვილის რეპრესიების , თავდასხმების, მათ შორის წინასაარჩევნოდ, თუმცა ამით ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეშინდება- ბოკუჩავა
"ჩვენ ვართ მთავარი სამიზნე ივანიშვილის რეპრესიების , თავდასხმების, მათ შორის წინასაარჩევნოდ, თუმცა ამით “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეშინდება, რაც მრავალჯერ დავამტკიცეთ“, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ 13 ოქტომბერს ვარკეთილში ოფისის დარბევასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, “26 ოქტომბერი ხელისუფლების ცვლილების დღეა, იმისთვის, რომ საქართველომ დაიბრუნოს ევროპული პერსპექტივა და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ევროპული კეთილდღეობის შანსი.“
,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ყოველთვის , როგორც მთავარი პოლიტიკური ძალა, რომელიც მოიტანს ცვლილებას და დაამარცხებს ივანიშვილის ხელისუფლებას. ჩვენ ვართ მთავარი სამიზნე ივანიშვილის რეპრესიების , თავდასხმების, მათ შორის წინასაარჩევნოდ, თუმცა ამით ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეშინდება, რაც ჩვენ მრავალჯერ დავამტკიცეთ , პირიქით, ეს კიდევ უფრო გვარწმუნებს იმაში, რომ ხელისუფლების ცვლილების დროა და დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერი სწორედ ხელისუფლების ცვლილების დღეა, იმისთვის, რომ საქართველომ დაიბრუნოს ევროპული პერსპექტივა და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ევროპული კეთილდღეობის შანსი“, - თქვა თინა ბოკუჩავამ.