არაერთი განცხადება მოვისმინეთ ევროკავშირის მხრიდან, რომ ივანიშვილმა გაყინა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი - ბოკუჩავა

14.10.24 12:53
არაერთი განცხადება მოვისმინეთ ევროკავშირის მხრიდან, რომ ივანიშვილმა გაყინა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი - ბოკუჩავა

“არაერთი განცხადება მოვისმინეთ ევროკავშირის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილმა გაყინა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი“- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ რომ არ დაკარგოს ყველაფერი და გააგრძელოს სვლა ევროკავშირისკენ, ამის ერთადერთი გარანტი ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილებაა.

არაერთი განცხადება მოვისმინეთ ევროკავშირის მხრიდა იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილმა გაყინა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ახლა ერთადერთი შანსი, რომ საქართველომ არ დაკარგოს მათ შორის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, რომ კანდიდატის სტატუსი არ იყოს მონაპოვარი, რომელიც წყალში ჩაიყრება, რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნოდა, რომ საქართველომ გააგრძელოს გზა ევროპისკენ და აგხსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან. ამის ერთადერთი გარანტი არის ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ

მსგავსი სიახლეები