ორ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაზე - საქართველოსა და მოლდოვაზე და მოახლოებულ არჩევნებზე ვისაუბრებთ - ბრაჟე
ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიწყო. წუთი-წუთზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალჩინოსნები საქართველოს საკითხზე მსჯელობას დაიწყებენ. დღის წესრიგში წერია, რომ განხილვის თემა 26 ოქტომბრის არჩევნებია.
როგორც ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ განაცხადა, შეხვედრაზე საქართველოსა და მოლდოვაზე, ორ უმნიშნელოვანეს ქვეყანაზე და მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრებენ.
საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ვისაუბრებთ საქართველოსა და მოლდოვაზე, ორ უმნიშნელოვანეს ქვეყანაზე და მოახლოებულ არჩევნებზე. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, როგორც ნორდიკული-ბალტიური ქვეყნების ხელმძღვანელი კოორდინაციას უწევს და მოგვაწვდის ინფორმაციას, ასევე საქართველოსთან დაკავშირებითაც“, - განაცხადა ბრაჟემ.