პრემიერი სვეტიცხოვლის ტაძარში პრეზიდენტის გვერდით არ დადგა
პრემიერი და "ქართული ოცნების" ლიდერები სვეტიცხოველში საქართველოს პრეზიდენტის გვერდით არ დადგნენ. სატელევიზო ტრანსლაციის დროს ჩანს, რომ თავდაპირველად ტაძარში ზურაბიშვილი, კობახიძე, ჩიქოვანი და პაპუაშვილი გვერდიგვერდ დგანან, თუმცა რამდენიმე წუთში პრემიერი და მისი გარემოცვა ადგილს იცვლიან. პრეზიდენტი სადღესასწაულო მსახურებას ხალხთან ერთად ისმენს, მთავრობა კი მათ წინ, პრაქტიკულად, ამბიონის კიბესთან დგას.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტს ხელახლა აანონსებს. ივანიშვილის გუნდი სალომე ზურაბიშვილის ისევ გადაყენებით ემუქრება. განცხადება მმართელ პარტიაშია 7 ოქტომბერს გაკეთდა. ქვეყნის პრემიერმა ასევე თქვა, რომ "მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" პარლამენტში ას მანდატზე მეტს მიიღებს, მყისიერად, პირველი სხდომის გამართვის შემდეგ პრეზიდენტის იმპიჩმენტი განხორციელდება".
სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ვადა საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში ისედაც ეწურება. ივანიშვილის გუნდს კი უნდა, რომ სალომე ზურაბიშვილს გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი მიანიჭოს.