ბრიუსელი ეუბნება ქართველებს, რომ “ოცნება“ არ არის ის გზა, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში შეიყვანს - ნაცვლიშვილი

14.10.24 13:19
ბრიუსელი ეუბნება ქართველებს, რომ “ოცნება“ არ არის ის გზა, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში შეიყვანს - ნაცვლიშვილი

საქართველოს საკითხი ევროკავშირში - ოპოზიცია მიიჩნევს, არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, ევროპელი ლიდერების ინტენსიური მსჯელობა საქართველოს შესახებ, ადასტურებს იმას, რომ ქართველი ხალხი ევროპულ გზაზე მარტო არ არის.

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ -ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, თუ ქართველი ხალხი ევროპულ გზას აირჩევს, ევროპა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს მათ.

ის, რომ ამ თვეში ძალიან ინტენსიურად არის დღის წესრიგში საქართველო და ქართველი ხალხის სწარფვა ევროპული მომავლისკენ, ეს ადასტურებს იმას, რომ ქართველი ხალხი, ევროპულ გზაზე არ არის მარტო და ერთადერთი, ვინც მას ხელს უშლის, რუსეთის დაკვეთით, ეს არის საქართველოს ხელისუფლება.

ბრიუსელი მკაფიოდ ეუბნება საქართველოს მოქალაქეებს, რომ ქართული ოცნება არ არის ის გზა, რომელიც ამ ქვეყანას ევროკავშირში შეიყვანს. გზას ირჩევს ქართველი ხალხი, თუ ისინი აირჩევენ ევროპულ გზას, ევროპა ეუბნება, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მხარი დაგვიჭირონ“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიწყო. წუთი-წუთზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალჩინოსნები საქართველოს საკითხზე მსჯელობას დაიწყებენ. დღის წესრიგში წერია, რომ განხილვის თემა  26 ოქტომბრის არჩევნებია.

მსგავსი სიახლეები