როგორ პოზიციონირებენ FB გვერდები რეგიონულ მედიებად “ქართული ოცნების” მხარდასაჭერად

14.10.24 14:21
როგორ პოზიციონირებენ FB გვერდები რეგიონულ მედიებად “ქართული ოცნების” მხარდასაჭერად

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ “მითების დეტექტორი” 1 რეგიონულ მედიას (STV.GE) და 3 ფეისბუქ გვერდს დააკვირდა, რომლებიც რეგიონულ მედიად პოზიციონირებენ (Guria Times • გურია თაიმსი, ჭიათურის საათი, სამეგრელოს ქრონიკა). ოთხივე ფეისბუქ გვერდი მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” აქტიურ მხარდაჭერას ავლენს.

ექსპერტების შეფასებით, კვლევაში მოხვედრილი ფეისუბუქ გვერდები საინფორმაციო რესურსს ანტიდასავლური და ანტიევროპული გზავნილების გასავრცელებლად იყენებენ.

მეტიც, ირკვევა, რომ მათ ნაწილს საბიუჯეტო კონტრაქტები აქვს. “მითების დეტექტორი” წერს STV.GE-ზე, რომელიც ყოველწლიურად სამთავრობო კონტრაქტებს იღებს საბიუჯეტო რეკლამების და ინფორმაციის გავრცელების მიზნით.

რეგიონული მედიის სახელით ივანიშვილის ხელისუფლებისთვის სასურველ პროპაგანდას ავრცელებს "პატრიოტთა ალიანსიდან" ივანიშვილის პარტიაში გადაბარგებული გიორგი კასრაძეც

"პირელები" გიორგი კასრაძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, რატომ მიიღო მან "ქართულ ოცნებაში" გადასვლის გადაწყვეტილება. კასრაძე ამბობს, რომ მმართველი პარტია "სწორი გზით" წავიდა.

გადავედი „ქართულ ოცნებაში“ „პატრიოტთა ალიანსიდან“ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა დაადგა განვითარების სწორ გზას და სრულად ვუჭერ მხარს „ქართულ ოცნებას“, - ამბობს კასრაძე.

"პირველებმა" კასრაძეს ასევე ჰკითხა, გულისხმობდა თუ არა ის "სწორ გზაზე დადგომაში" პრორუსულ კურსს. "ოცნებაში" პორტირებული პოლიტიკოსი ამტკიცებს, რომ "ოცნების" პირობებში ქვეყანა ევროკავშირს ყველაზე მეტად დაუახლოვდა.

რატომ დაადგა რუსულ გზას? „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ყველაზე მეტად დავუახლოვდით ჩვენ ევროკავშირს. 

„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ თავმჯდომარე მამუკა ანდღულაძე პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლება და მასთან დაახლოებული პირები მედიას საკუთარი პროპაგანდის გასავრცელებლად აქტიურად იყენებენ. 

ზეწოლა ხდება, მცდელობა არის, რომ საზოგადოების ინფორმირება არ მოხდეს იმ რეალური პრობლემების, რომელიც საზოგადოებას აწუხებს და პარალელურად ხელისუფლება და ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები აქტიურად იყენებენ მედიას საკუთარი პროპაგანდისტული ნარატივის გასავრცელებლად და ხელისუფლების მხრიდან და მასთან დაკავშირებული პირების მხრიდან ხდება ამოფარება მედიისა, თითქოს მედია გაწოდებს ინფორმაციას და ამ დროს ჩვეულებრივი პიარ სააგენტოსავით არიან, - ამბობს მამუკა ანდღულაძე.  

“მითების დეტექტორის" კვლევა ვრცლად ნახეთ აქ 

მსგავსი სიახლეები