ზეწოლა საჯარო მოხელეებზე - "ოცნება" გამოძიების დაწყებას არ აპირებს

14.10.24 15:15
ზეწოლა საჯარო მოხელეებზე - "ოცნება" გამოძიების დაწყებას არ აპირებს

“ოცნება“ თავს ესხმის ყველას - მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა, პრეზიდენტს, 
 და ოპოზიციას, ვინც “შაბათის ეთერის“ ჟურნალისტურ გამოძიებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

საქართველოს პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ “კოალიცია “ჩემი ხმა“ პირდაპირი არის დაკავშირებული კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან და მათ განცხადებებს ფასი არ აქვს“.

კობახიძე “ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლად მოიხსენიებს ქვეყნის პრეზიდენტსაც და მას კომპეტენციას უწუნებს.

ეს ორგანიზაცია პირდაპირ არის კოლექტიური ნაცმოძრაობასთან დაკავშირებული, შესაბამისად, მათ ასეთ განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს. მითუმეტეს, როცა ისინი ყოველგვარი მტკიცებულებების და ფაქტების გარეშე საუბრობენ. სალომე ზურაბიშვილი არის კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენელი. ეს ანკეტა არის, სტანდარტული, რომელიც ივსება ასეთი ფორმით ნებისმიერ ქვეყანაში მოსწაველეების მიერ. წარმოდგენა რომ არ გაქვს არც პერსონალურ მონაცემებზე და არც იმაზე, როგორ უნდა შეივსოს მოსწავლის ანკეტა, ეს სერიოზული პრობლემაა, თუმცა ამ ხალხს კომპეტენცია არ მოეთხოვება“, - განაცხადა კობახიძემ.

საჯარო მოხელეებზე ზეწოლის ფაქტების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის არ სჯერა დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს და ამტკიცებს, რომ ასეთი მშვიდი საარჩევნო გარემო 2012 წლიდან დღემდე, არასდროს ყოფილა.

ჩემი ხმა, იმის ხმა, მეგობრის ხმა, ხომ ვიცით ვინ არიან ესენი, ჩვეულებრივი აქტივისტები არიან, იმ რადიკალების და დაჯგუფების, რომლებიც ქვეყნის მტრად წარუდგა საზოგადოებას.

ეუთო/ოდირის დასკვნა იქნა გამოქვეყნებული შუალედური და დეტალურად  არის მოცემული. ასეთი დასკვნა, 2012 წლიდან არჩვენებში ვარ, ასეთი მშვიდი გარემო არ ყოფილა, ყოველთვის იყო დაპირისპირებები. ახლა ვიღაც ჩემი ხმა დ ბიძაშვილის ხმა რაღაცას იტყვის. ყველამ ვიცით ვინც არიან, ეს გამომძიებელი ჟურნალისტებიც, ჩემი ხმაც, შენიც და იმისიც, ვიცით რასაც წარმოადგენენ“, - კალაძე.

მსგავსი სიახლეები