კალაძემ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, რომელმაც "ოცნება" გააკრიტიკა, "კუბილიუსი კაბაში" უწოდა
“ოცნების“ წევრები ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს თავს ესხმიან და მათ შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებს.
დედაქალაქის მერი გერმანელ მინისტრს “კუბიულიუსს კაბაში“ უწოდებს და ამბობს, რომ მის განცხადებებს ჩალის ფასი აქვს.
კალაძის მტკიცებით, ის, რასაც ევროპელი პარტნიორები აკეთებენ და “კადრულობენ“, საბჭოთა კავშირისგან არაფრით განსხვავდება.
დღეს ქართველ ხალხს საქართველოს ხელისუფლება წარმოადგენს, ეს მათთვის არის სამწუხარო რეალობა. ამ ტიპის განცხადებები უამრავი გვაქვს მოსმენილი, „ზერო“ - ნოლის ფასი, ჩალის ფასი აქვს ამ განცხადებებს, მე არ ვიცი ვინ არის ეგ ქალბატონი, ჩვეულებრივად, კუბილიუსია კაბაში.
ვიყავით საბჭოთა კავშირში, არ გვინდოდა, ყველა დაშტამპული სახელმწიფობივით ვიყავით. გვინდოდა დამოუკიდებლები და თავისუფლები ვყოფილიყავით და ის, რასაც დღეს ისინი აკეთებენ და კადრულობენ, საბჭოთა კავშირისგან არაფრით განსხვავდება“ - განაცხადა კალაძემ.
გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ანა ლურმანმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა, რომ "ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. არ ვგულისხმობ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, რომელიც ამ გზაზე ქვეყანას აფერხებს, ვგულისხმობ ქართველ ხალხს რომელსაც აქვს უფლება თავისი გზა აირჩიოს".