ევროსაბჭომ საქართველოს თემაზე საგანგებო დებატები დანიშნა
ევროსაბჭომ საქართველოს თემაზე საგანგებო დებატები დანიშნა - ამის შესახებ ევროსაბჭოს რეგიონული კონგრესიდან “ტვ პირველს“ ახალი ამბების სამსახურს აცნობეს.
საგანგებო დებატები, რომელიც არჩევნებს უკავშირდება, ჩანიშნულია 17 ოქტომბერს.
გადაწყვეტილება დღეს ევროსაბჭოს რეგიონული კონგრესის ბიუროს სხდომაზე მიიღეს.
კონგრესის თანახმად, დებატების გამართვა გამოწვეულია საქართველოში დემოკრატიული უკანდახევისა და ადამიანის უფლებების შესუსტების აშკარა ნიშნების გამო ღრმა შეშფოთებით.
საქართველოს საკითხზე მომხსენებელი ფრანგი ხავიერ კადორე იქნება.
ხაზგასმულია 26 ოქტომბრის არჩევნების სამართლიან გარემოში, დისკრიმინაციის გარეშე ჩატარების აუცილებლობა.
კონგრესი საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გადახედოს ადამიანურ უფლებათა საწინააღმდეგო კანონმდებლობას და თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც გააღრმავებს საზოგადოებაში პოლარიზაციას, პოლიტიკურ პლურალიზმს საფრთხეს შეუქმნის, ხელყოფს ადამიანის უფლებებს ან ძირს გამოუთხრის დემოკრატიის საფუძვლებს. ეს ყველაფერი საზიანო იქნება ადგილობრივი თვითმმართველობისთვის საქართველოში. საქართველო უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიული კონსოლიდაციის გზას და ხელახლა დაადასტუროს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა“, — ნათქვამია დეკლარაციის პროექტში.
ევროსაბჭოს რეგიონული კონგრესი, ორგანიზაციის 46 წევრ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს აერთიანებს.