"ოცნება" წინასაარჩევნოდ სხვადასხვა ქალაქების დღესასწაულებს იგონებს

14.10.24 17:40
"ოცნება" წინასაარჩევნოდ სხვადასხვა ქალაქების დღესასწაულებს იგონებს

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა და კორუფციიის მკვლევარებმა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ "ოცნება" სხვადასხვა ქალაქების დღესასწაულებს განგებ იგონებს იმისთვის, რომ თანხები მეგობარ ბიზნესმენებს და მომღერლებს გადაუხადოს. მაგალითად, მათი თქმით, გასულ წელს კონკრეტული ქალაქის დღესასწაული არ არსებობდა, თუმცა წელს ეს დღესასწაული მმართველმა პარტიამ დააწესა და ამისთვის ბიუჯეტიდან 20 200 ლარი გამოყო. 

"პირველების" რესპოდენტები პირდაპირ ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებას" ეს დღესასწაულები წინასაარჩევნოდ ხმები მოსაბილიზებლად სჭირდება. 

წინასაარჩევნოდ „ქართულმა ოცნებამ“ წელს გამომგონებლობა დაიწყო. კერძოდ, გამოიგონა ქალაქის აღმნიშვნელი დღესასწაულები. სახალხო დღესასწაულებს უწოდებენ ამას. მაგალითად, გუშინ პირველად ჩატარდა ლანჩხუთობა. აქამდე ლანჩხუთობას არასდროს აღვნიშნავდით. ვიპოვეთ ძელი სტატია, 2016 წლის, როდესაც სენაკის მოსახლეობა ითხოვდა, რომ ქალაქის არმნიშვნელი დღე ჰქონოდათ, მაგრამ რატომღაც აქამდე ვერ მოხერხდა და წელს თქვეს, რომ მაიინც და მაინც ახლა, წინასაარჩევნო პერიოდში უნდა აღნიშნონ ქალაქის 150 წლის თავი. მოკლედ, არჩევნების წინა პერიოდშ აუხდა ხალხს ეს სრუვილი, - ამბობს„აი ფაქტის“ გამომძიებელი ჟურნალისტი ნანუკა ბრეგაძე.

"პირველები" დღეს მცხეთის მერსაც ესაუბრა და დაინტერესდა, რაში იხარჯება თითქმის ნახევარი მლნ ლარი და რატომ უხდიან თანხებს მაინც და მაინც "ქართული ოცნებისადმი" ლოიალურად განწყობილ არტისტებს.

შეგიძლიათ ოფიციალური წერილით მოგვმართო და ყველა ინფორმაცია ღიაა, არანაირი პრობლემა არ არის, - ამბობს დიმიტრი ზურაბიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ წელს მცხეთობის აღნიშვნა 500 ათასი ლარი დაჯდა. კორუფციის მკვლევარები ამბობენ, რომ ეს თანხა წინა წელთან შედარებით 130 ათასი ლარით მეტია. 

მსგავსი სიახლეები