Reuters: EU-ს ლიდერები გეგმავენ გააფრთხილონ საქართველო, რომ მისი მთავრობა ევროკავშირის გზას საფრთხის წინაშე აყენებს

14.10.24 17:53
Reuters: EU-ს ლიდერები გეგმავენ გააფრთხილონ საქართველო, რომ მისი მთავრობა ევროკავშირის გზას საფრთხის წინაშე აყენებს

გამოცემა Reuters , 17-18 ოქტომბერს დაგეგმილი ევროპული საბჭოს სამიტის დასკვნების პროექტის ტექსტზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის ლიდერები გეგმავენ გააფრთხილონ საქართველო, რომ მისი მთავრობა ქვეყნის ევროკავშირისკენ გზას საფრთხეს უქმნის.

 

საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიენიჭა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ ქართველები ბლოკში გაწევრიანების მომხრენი არიან.

მაგრამ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მზარდი რუსეთისადმი მეგობრული რიტორიკა, საკამათო კანონი, რომელიც ავალდებულებს ჯგუფებს, რომლებიც იღებენ თანხებს უცხოეთიდან დარეგისტრირდნენ როგორც „უცხოური აგენტები“ და კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ლგბტ უფლებებს, ამან გამოიწვია შეშფოთება დასავლეთის დედაქალაქებში.

17-18 ოქტომბერს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტისთვის მომზადებულ დასკვნაში, ბლოკი "ადასტურებს კავშირის მზადყოფნას მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მის ევროპულ გზაზე", მაგრამ ასევე "ადასტურებს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მოქმედებების მიმართ“, - წერს გამოცემა.

„ევროპული საბჭო საქართველოს ხელისუფლებისგან მოელის, რომ თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები უზრუნველყოს“, - ნათქვამია სამიტის დასკვნების პროექტში.

სააგენტო წერს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ყურადღებით აკვირდებიან.

მსგავსი სიახლეები