26 ოქტომბრის არჩევნები და ეკლესიის ნეიტრალიტეტი - მღვდელმთავრები "ქართულ ოცნებას" ემიჯნებიან
"ქართულმა ოცნებამ" გადამწყვეტი არჩევნების წინ ჭიათურისა და საჩხერის ეპისკოპოსის მხარდაჭერაც კი ვერ მიიღო. "პოლიტიკური ქადაგებები იყო შეცდომა" - ამბობს მეუფე დანიელი, რომელიც პოლიტიკურ პროცესებს სრულად ემიჯნება.
არჩევნების წინ მღვდელმთავრები მრევლს მინიშნებითაც კი არ ეუბნებიან, ვის უნდა მისცეს ხმა. "გააკეთეთ არჩევანი ისე როგორც თქვენ ფიქრობთ" - ეს არის ეპისკოპოსების მთავარი სათქმელი სრულიად საქართველოსთვის.
"ქართულ ოცნებას" არჩევნების წინ საპატრიარქოს საარჩევნო კამპანიაში ჩართვა სურდა. ეკლესიას ისიც კი შესთავაზეს, რომ მართლმადიდებლობას სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადებდნენ, თუმცა უარი მიიღეს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ივანიშვილის გუნდს საარჩევნო კამპანიაში ეკლესია არ გაყვა.