ზეწოლა საჯარო მოხელეებზე - "ოცნება" მოქალაქეებზე ტერორის ფაქტებს არ გამოიძიებს

14.10.24 20:21
ზეწოლა საჯარო მოხელეებზე - "ოცნება" მოქალაქეებზე ტერორის ფაქტებს არ გამოიძიებს

პოლიტიკური დირექტივა გაცემულია. "ქართული ოცნება" არ გამოიძიებს მოქალაქეებზე ტერორის ფაქტებს. ამომრჩევლის დაშინების და პერსონალურ ინფორმაციას უკანონოდ შეგროვების შემთხვევებზე ივანიშვილის გუნდი თვალს ხუჭავს. "ოცნება" კი თავს ესხმის ყველას - დამკვირვებლებს, მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა, პრეზიდენტს. 

საქმე ეხება ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენას და პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავებას. "მელაძის შაბათის" ეთერის ჟურნალისტური გამოძიება მესამე დღეა მსჯელობის საგანია. მოპოვებულია საიდუმლო სიები, საიდანაც ირკვევა, რომ სხვადასხვა უწყებებში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს ხელისუფლება ოჯახის წევრების მონაცემების გადაგზავნას და "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა რიგებში ჩაწერას სთხოვს.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები