მუქარა იმპიჩმენტით - მეორე წრეზე წასული "ოცნება" საქართველოს პრეზიდენტის გადაყენებას არჩევნებამდე აანონსებს
პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნებამდე მიმართავს - პრემიერმა დღეს დააანონსა, რომ პოლიტიკური შურისძიება დაჩქარებული წესებით წავა.
როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებას" იმის იმედიც ღარ აქვს, რომ ახალ პარლამენტში იმპიჩმენტის დასაწყებად საჭირო ხმები ექნება ამიტომ, საარჩევნო არდადეგებზე წასულ დეპუტატებს სარჩელს მათი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე შეატანინებენ.
მეორედ დაანონსებულ იმპიჩმენტს საქართველოს პრეზიდენტი ისევ დუმილით ხვდება. ქვეყნის მთავარსარდალი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დღეს პირველად გამოჩნდა "ოცნების" ლიდერებთან ერთად, მაგრამ კობახიძე მის გვერდით დემონსტრაციულად არ დადგა.
სვეტიცხოველში წირვა ისე დაიწყო და დასრულდა, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში პრეზიდენტსა და მმართველი პარტიის ლიდერებს შორის არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა.