გამარჯვებამდე 12 დღე დარჩა, არჩევნების შემდეგ ეს ქვეყანა ახალ ცხოვრებას იწყებს - დოლიძე

14.10.24 19:59
გამარჯვებამდე 12 დღე დარჩა, არჩევნების შემდეგ ეს ქვეყანა ახალ ცხოვრებას იწყებს - დოლიძე

"გამარჯვებამდე 12 დღე დარჩა, არჩევნების შემდეგ ეს ქვეყანა ახალ ცხოვრებას იწყებს" - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ბათუმში, მოქალაქეებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" მთავარი მიზანი ქვეყნის ევროპულ რელსებზე დაბრუნება და თითოექული ქართველისთვის კეთილდღეობის შექმნაა.

გამარჯვებამდე დარჩა სულ 12 დღე, 12 დღეში ეს ქვეყანა იწყებს ახლა ცხოვრებას, ახალი ენერგიით, ახალი იდეებით, ახალი ხალხით ჩვენ ვაშენებთ ძლიერი საქართველოს. როგორც ჩანს მთავარი რაც ხელისუფლებას აღიზიანებს ჩვენს კოალიციაში, არის ეს არის ყველაზე საქმიანი კამპანია. ვერცერთი პარტია, ვერცერთი კოალიცია მე ვფიქრობ ვერ შეგვედრება იმაში, ჩვენ გვაქვს კარგად გაწერილი, ნაფიქრი გეგმა, არამარტო სურვილები, არამედ გეგმა როგორ გავხადოთ ეს ქვეყანა მართლაც ძლიერი და მთავარი დასტური რომ ეს ნამდვილად ასე არის  ესაა ქართული ოცნების გაღიზიანება ჩვენს გეგმასთან დაკავშირებით. ახალი სტანდარტი, ახალი წესი რომელიც ჩვენ შემოგვაქვს ქართულ პოლიტიკაში არის ის რომ ჩვენ არ ვაპირებთ ვიღაცას შევეჯიბროთ იმით, რომ ის დავამწიროთ, ან გავწიროთ, ან დავცინოთ . უნდოდა ქართულ ოცნებას რომ ჰქონოდა უკეთესი გეგმა , უკეთესი სახელი და უკეთესეი იდეები ? ! 12 წელი ჰქონდა ამისთვის რომ ეს გაეკეთებინა, 12 წელი შეეძლო მას დაემტკიცებინა, რომ საერთოდ ადარდებს ქართველი ადამიანის ბედი. 12 წელი გაფლანგა მან ისე რომ ერთი, ახალი დიდი პროექტი არ დაიწყო არსად საქართველოში. დავდივართ ვეძებთ რა გააკეთეს, რამე დიდი -არაფერი. ჩვენს პროგრამაში მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის რომ ჩვენ გავაკეთებთ აქედან ნამდვილ, ევროპულ სახელმწიფოს. ეს არ არის მარტო ამოცანა, შეხედეთ ჩვენს გუნდს , მსოფლიოში პირველ ადგილზე გავდივართ დოქტორების რაოდენობით პოლიტიკურ პარტიაში გეუბნებით. ესეა, ესეა... გარდა ამისა ყველაზე ევროპული კოალიცია არის ეს, იმიტომ რომ 20 გამსვლელი ადგიიდან 10 ქალი არის ჩვენს სიაში. არავითარი კვოტები არ დაგვჭირდა იმისთვის, რომ გვეთვქა საქართველოში თანასწორი ადგილი ქვეყანაში აქვს როგორც მამაკაცს, ასევე ქალს. ეს არის უძველესი ქართული ტრადიცია. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს გეგმაში და იმ იდეაში ეს არის ევროპუილი სახელმწიფოს მშენებლობა", - ამბობს ანა დოლიძე.

მსგავსი სიახლეები