უკანასკნელი გაფრთხილება ევროკავშირიდან - საქართველოს შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრების მსჯელობა დასრულდა
უკანასკნელი გაფრთხილება ევროკავშირიდან - საქართველოს შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრების მსჯელობა დასრულდა. განხილვის მთავარი თემა "ქართული ოცნება" და 26 ოქტომბრის არჩევნები იყო.
ევროპელი ლიდერები მხარს უჭერენ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს, მაგრამ არა საქართველოს ხელისუფლებას. "ქართველ ხალხს აქვს უფლება, აირჩიოს ევროპული მომავალი" - ამ განცხადების ავტორი გერმანელი მინისტრი დღეს კახა კალაძის შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა. ივანიშვილის გუნდი ლუქსემბურგში გაკეთებულმა განცხადებებმა წყობიდან გამოიყვანა.