25 000 ლარი ნუცა ბუზალაძეს, 20 200 "ურსას"- "ოცნება" ხელისუფლების სადიდებელ კონცერტებში მონაწილე მუსიკოსებს გულუხვად ასაჩუქრებს
25 ათასი ლარი მომღერალ ნუცა ბუზალაძეს, 20 ათასი ურასას. "ოცნება" იმ მუსიკოსებს, რომლებიც ხელისუფლების სადიდებელ კონცერტებში მონაწილეობენ, გულუხვად ასაჩუქრებს. და ეს მხოლოდ მცხეთობის დღესასწაულზე, რომელიც მცხეთელებს ნახევარი მილიონი დაუჯდათ.
ანალოგიურ კონცერტებს მმართველი პარტია უკვე ორი თვეა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში მართავს და ასიათასობით ლარს ხარჯავს, თუმცა მომღერლებისთვის პარტიული ფული არ ემეტება. მუსიკოსები კოლოსალურ ჰონორარებს ხალხის ფულიდან, ანუ, ბიუჯეტიდან იღებენ.