"ოცნება" არჩევნებში მოგების მიზნით დაშინების, მოსყიდვის მეთოდებს იყენებს - სანიკიძე
"ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის" სპიკერი, ლევან სანიკიძე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მოგების მიზნით, "ქართულ ოცნებას" დაშინებისა და მოსყიდვის მეთოდების გამოყენებაში ადანაშაულებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ მმართველი პარტია ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველა დაუშვებელ ბერკეტს იყენებს, თუმცა ლევან სანიკიძის შეფასებით, 26 ოქტომბრის გადამწყვეტ არჩევნებს გაყალბებისგან ქართველი ხალხის მიერ საკუთარი ხმის დაფიქსირება გადაარჩენს.
"ქართული ოცნება" იყენებს მის მეთოდებს, რაც არის დაშინება, რეგიონებში განსაკუთრებით მოსყიდვა, პირადობის მოწმობების წართმევა. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არჩევნების გაყალბება არ იწყება 26 ოქტომბერს, ეს არის გრძელვადიანი პროცესი, როდესაც "ოცნება" თავის ყველანაირ მანკიერებას ავლენს. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბარი ზედმეტია, სუს-ის ჩართულობაზე საუბარი ზედმეტია. იმდენად დიდი არის ხალხის, სამოქალაქო სექტორის როლი, რომ გაყალბების მასშტაბი მცირდება", - ამბობს ლევან სანიკიძე.