15 ოქტომბერს ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე გერმანიის დელეგაცია საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს
ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე გერმანიის დელეგაცია მოახლოებული არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს - ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზეა განთავსებული.
ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომა ლუქსემბურგში, 15 ოქტომბერს გაიმართება. სხდომას ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრი, იანოშ ბოკა უხელმძღვანელებს.