ევროკავშირი პირდაპირ ეუბნება "ოცნებას", რომ ისინი საქართველოს EU-ში გაწევრიანების გზას არ აგრძელებენ - გიგი გიგიაძე

15.10.24 11:20
ევროკავშირი პირდაპირ ეუბნება "ოცნებას", რომ ისინი საქართველოს EU-ში გაწევრიანების გზას არ აგრძელებენ - გიგი გიგიაძე

ლუქსემბურგში, საგარეო საქმეთა მინისტრების 9 საათიანი შეხვდრის შემდეგ გაკეთებული მწვავე განცხადებები, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარის, გიგი გიგიაძესთვის ერთ რამეზე მეტყველებს - "ევროკავშირი პირდაპირ ეუბნება "ოცნებას", რომ ისინი საქართველოს EU-ში გაწევრიანების გზას არ აგრძელებენ".

გიგიაძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ავტორიტარიზმისკენ გადახრის ფაქტი ნამდვილად იგრძნობა, რაც გუშინ ხაზგასმით თქვა ვროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა. 

გიგიაძის თქმით, სწორედ "ოცნების" ქმედებებმა გამოიწვია საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების დე-ფაქტო გაჩერება და იმ შემთხვევაში ეს რეალობა გაგრძელდება, რაც ამჯამად საქართველოშია, ევროკავშირი სერიოზულად განიხილავს უვკე საქართველოსთვის ნაბიჯების გადადგმას.

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იგრძნობა ავტორიტარიზმისკენ გადახრის ფაქტი, რაც განაპირობებს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების დე-ფაქტო გაჩერებას, ანუ ამ პროცესის დე-ფაქტო გაჩერებას. ეს მეტყველებს იმაზე, რომ რეალურად, უკვე ევროკავშირი პირდაპირ ეუბნება საქართველო ამჟამინდელ ხელისუფლებას, რომ ისინი არ აგრძელებენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას, ისინი რეალურად ეწინააღმდეგებიან ქართველი ხალხის ნებას და მათი პოლიტიკა ვერანაირად ვერ გააგრძელებს ჩვენს დაახლოებას ევროპასთან. ამიტომ, ეს არის ძალიან საყურადღებო. ეს ხდება არჩევნდებამდე 11 დღით ადრე. ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ პროცესი დაწყებულია გაცილებით უფრო ადრე, ანუ 3 კვირით ადრე პირველი განცხადება ჩვენ გვახსოვს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეის, როდესაც ეჭვია შეტანილი საქართველოში დაგეგმილი არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების პროცესში. ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით ნიშნავს იმას, რომ იმ შემთხვევაში თუ გაგრძელდება ეს რეალობა, რომელიც ახლა ჩვენ დღეს გვაქვს საქართველოში, ევროკავშირი სერიოზულად განიხილავს უვკე საქართველოსთვის ნაბიჯების გადადგმას, საქართველოს მიმართებით ფინანსური ნაკადების შესამცირებლად. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, რომ რეალურად ის დახმარება, რომელიც აქვს საქართველოს, ევროკავშირის მხრიდან, სულ უფრო და უფრო შემცირდება", - განაცხადა გიგი გიგიაძემ. 

„საქართველოში კიდევ უფრო ბნელი სურათია" - ევროკავშირის უმაღლესის წარმომადგენელის და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, მმართველი პარტიის ქმედებები საქართველოს ევროპული გზიდან აშორებს, რაც ავტორიტარიზმისკენ გადასვლაა.

როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, საქართველოში დაგეგმილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები "გადამწყვეტი გამოცდა იქნება ქვეყნის დემოკრატიისა და ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის". 

მსგავსი სიახლეები