მეზვრიშვილი: "კალაძე უზრდელია"

15.10.24 11:33
მეზვრიშვილი: "კალაძე უზრდელია"

პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი კახა კალაძეს გერმანიის მინისტრის შეურაცხყოფის გამო "უზრდელს" უწოდებს. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ სტრატეგიული პარტნიორები "ქართულ ოცნებას" სწორედ იმ ტონით და ენით ესაუბრებიან, რომელსაც იმსახურებს. 

მეზვრიშვილი ფიქრობს, რომ თუ 26 ოქტომბრის შემდეგ ხელისუფლება არ შეიცველბა, ქვეყნის სრული იზოლაცია უკვე ოფიციალურად გაფორმდება. 

კალაძე არის უზრდელი. მეტი სახელი ამას არ ჰქვია, რაც ამ ადამიანმა გააკეთა. მეორე, ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას დღეს ზუსტად იმ ენით და იმ ტონით ელაპარაკებიან, როგორც უნდა ელაპარაკებოდნენ, იმიტომ, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელმაც იკადრა ყველაფერი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ, იმ ხალხის მიმართ, რომელთან ურთიერთობის შენებასაც  ამ ქვეყანამ წლები მოანდამა. თუ ასე გაგრძელდა, საქართველოს ემუქრება 26 ოქტომბრის შემდეგ, უკვე ვიმყოფებით სრულ საერთაშორისო იზოლაციაში და ემუქრება გაფორმებულად უკვე სრული საერთაშორისო იზოლაცია, - ამბობს ნათია მეზვრიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერმა გერმანელ მინისტრს “კუბიულიუსი კაბაში“ უწოდა და თქვა, რომ მის განცხადებებს ჩალის ფასი აქვს. ამ განცხადებიდან მალევე გერმანიის ელჩმა საქართველოში კალაძეს სოციალური ქსელით უპასუხა: "დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა"- დაწერა ფიშერმა. 

მინისტრი, რომელიც კალაძემ გუშინ გალანძღა, დღეს უკვე საქართველოს საკითხს ლუქსენბურგში დააყენებს, სადაც ევროკავშირის  ზოგად საქმეთა საბჭო იკრიბება.

 

მსგავსი სიახლეები