"ქართულ ოცნებას" ინტელექტის ნაკლებობა აქვს - ლევან სანიკიძე

15.10.24 11:37
"ქართულ ოცნებას" ინტელექტის ნაკლებობა აქვს - ლევან სანიკიძე

"ქართულ ოცნებას" ინტელექტის ნაკლებობა აქვს, - ასე აფასებს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" სპიკერი ლევან სანიკიძე კახა კალაძის განცხადებას, რომელმაც გერმანელი მინისტრი შეურაცხმყოფელი ფრაზით მოიხსენია.

ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ მმართველი პარტია ისეთ პანიკაშია, სიტყვებს ვეღარ აკონტროლებს. 

„ქართულ ოცნებას“ აქვს ინტელექტის ნაკლებობა და ბატონი კალაძე ამით არის გამორჩეული და როგორც ლაზღანდარობს და ჰგონია, რომ დაბალი ღობეა ზოგიერთი ადამიანი, ჰგონია, რომ მათ შორის დასავლელ პარტნიორებთან ასე გამოვა და არა, არცერთ შემთხვევაში. ჩვენ ტოლსწორი ვართ ჩვენი დასავლელი პარტნიორების. ამ ადამიანებს, როგორც ჩანს, იმდენად გამძაფრებული აქვთ პანიკის შეგრძნება, რომ აღარ იციან რა თქვან, - ამბობს ლევან სანიკიძე. 

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერმა გერმანელ მინისტრს “კუბიულიუსი კაბაში“ უწოდა და თქვა, რომ მის განცხადებებს ჩალის ფასი აქვს. ამ განცხადებიდან მალევე გერმანიის ელჩმა საქართველოში კალაძეს სოციალური ქსელით უპასუხა: "დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა"- დაწერა ფიშერმა. 

მინისტრი, რომელიც კალაძემ გუშინ გალანძღა, დღეს უკვე საქართველოს საკითხს ლუქსენბურგში დააყენებს, სადაც ევროკავშირის  ზოგად საქმეთა საბჭო იკრიბება.

 

მსგავსი სიახლეები