მორგოშიამ "ოცნება" პირად ნომრებზე ნადირობაში ამხილა
„ალტ-ინფოს“ ლიდერის, კოკა მორგოშიას განცხადებით, "ოცნების“ კოორდინატორები მოქალაქეებს პირად ნომერს ართმევენ და თავიანთ სიებში როგორც მმართველი პარტიის მხარდამჭერებად ისე აფორმებენ.
მორგოშიას მტკიცებით, სიაში ჩასმულებისუმრავლესობა "ოცნებას" მხარს საერთოდ არ უჭერს.
მსგავს სიაში "ალტ-ინფოს" ლიდერის თქმით, მისი ოჯახის წევრებიც აღმოჩნდნენ.
სასაცილოა, სატირალი რო არ იყოს. "ქართული ოცნების" სავალალო სიტუაცია უკვე დიდი ხანია ყველამ ვიცით, ეს იყო პიკი. ყველგან, რაიონებში უფრო, რას შვებიან ამათი კოორდინატორები, ნაცნობობაში გეუბნებიან, რომ უბრალოდ პირადობა მომეცი, ჩაგწერ და ვისაც გინდა ხმას იმას მიეცი. ამ 20 და 15 კაციდან 14 და 18 საერთოდ "ქართულ ოცნებას" ხმას არ აძლევს. მაგრამ ახლა იყო ყველაზე კომიკური სიტუაცია, ჩემთან უბანში, სადაც ადრე ვიყავი ჩაწერილი, "ქართულ ოცნებას" მიტანილი აქვს სია, სადაც ორი ჩემი ძმა, გიორგი და ირაკლი ჰყავთ ჩაწერილი "ოცნების" მხარდამჭერებში, ოღონდ ამ ტიპს იქიდან ფული აქვს ამისთვის აღებული. ანუ სიები რომ მიიტანა, არვიცი ამას ვინ კითხულობს და ამითი ითვლიან ესენი ამ პროცენტებს და რაღაცებს. ანუ, ჩემი ორი ღვიძლი ძმა, რომელიც ორივე ჩვენთან ერთადაა და ერთი საერთოდ პარტიულ სიაშია ახლა. გიჟები არიან ეს ხალხი პირდაპირ გეუბნებით, გადაგვჩეხავენ უფსკრულში, ამიტომ, ამ გიჟების იმედად ჩემი8 მტერი იყოს"- აცხადებს კოკა მორგოშია.