საქართველოს მთავრობა ქვეყანას EU-ს გზაზე აფერხებს - ანა ლიურმანი

15.10.24 13:22
საქართველოს მთავრობა ქვეყანას EU-ს გზაზე აფერხებს - ანა ლიურმანი

საქართველოს მთავრობა ქვეყანას EU-ს გზაზე აფერხებს, - ამის შესახებ  გერმანიის ევროპელ საქმეთა მინისტრმა ლუქსმებურგში ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე ისაუბრა. ამასთან, ანა ლიურმანმა აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის მისწრაფებას, გახდნენ ევროკავშირის წევრი, გერმანია მხარს უჭერს და მათ გვერდში უდგას. 

ევროკავშირის წევრობაზე ქართველებიც ოცნებობენ. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ქართველებს ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე აფერხებს. ჩვენ ქართველ ხალხს გვერდში ვუდგავართ, რათა ეს ოცნება აისრულონ. საქართველოს მოსახლეობას აქვს უფლება, არჩევნებზე თავისუფლად და სამართლიანად მიიღოს გადაწყვეტილება თავისი გზის, სამომავლო მიმართულების შესახებ, - განაცხადა ლიურმანმა. 

ლუქსმებურგში ამ წუთებში ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომა იმართება, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოა. შეხვედრას გერმანიის დელეგაცია უძღვება.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერმა გერმანელ მინისტრს “კუბიულიუსი კაბაში“ უწოდა და თქვა, რომ მის განცხადებებს ჩალის ფასი აქვს. ამ განცხადებიდან მალევე გერმანიის ელჩმა საქართველოში კალაძეს სოციალური ქსელით უპასუხა: "დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა"- დაწერა ფიშერმა. 

 

 

მსგავსი სიახლეები