პრეზიდენტმა 12 მსჯავრდებული პირი შეიწყალა

15.10.24 14:00
პრეზიდენტმა 12 მსჯავრდებული პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 12 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, საიდანაც 9 მსჯავრდებული პირი სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მათი თქმით, 2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.

განცხადების თანახმად, შეწყალების აქტი შეეხო ასევე 1 პირობით მსჯავრდებულს, რომელის სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.

მსგავსი სიახლეები