ხაზარაძე: ბოდიშს ვუხდი სომეხ ერს ოცნების უნამუსო და უზნეო ფობიური გამოხტომების გამო

15.10.24 14:55
ხაზარაძე: ბოდიშს ვუხდი სომეხ ერს ოცნების უნამუსო და უზნეო ფობიური გამოხტომების გამო

ჩემი რომელიმე წინაპარი სომეხი, ან სხვა მოძმე ერის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, ღიად და თამამად ვიტყოდი ამის შესახებ, ვისაც ასეთი ამბები აწუხებს, ან ეუხერხულება თავისი წარმომავლობა - ქსენოფობია! - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. 

როგორც ოპოზიციონერი ლიდერი წერს, რომ მის წინააღმდეგ ივანიშვილის გუნდის  "კაგებეშნიკური" პროპაგანდა ყოველგვარ ზღვარს გასცდა".

ივანიშვილის და მისი ხელქვეითების რუსული, "კაგებეშნიკური" პროპაგანდა ყოველგვარ ზღვარს გასცდა, რომელიც აი უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს ჩემს წინააღმდეგ. 
ბოლო ცილისწამებლური კამპანია კი, არა მარტო მე, არამედ ჩვენს მოძმე ხალხს, სომხებსაც შეეხო... მე ვუხდი
მათ ბოდიშს "ოცნების" უნამუსო და უზნეო ქსენოფობიური გამოხტომების გამო. 
ჩემი რომელიმე
წინაპარი სომეხი ან სხვა მოძმე ერის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, ღიად და თამამად ვიტყოდი ამის შესახებ, ვისაც ესეთი ამბები აწუხებს, ან ეუხერხულება თავისი წარმომავლობა - ქსენოფობია!!!
გაუმარჯოს ქართველების, სომხების, ებრაელების, აზერბაიჯანელების, ქურთების, ეზიდების და სხვა მოძმე და მონათესავე ერების ერთად ცხოვრებას "ძლიერ საქართველოში".
"ძლიერ საქართველოს" გაუმარჯოს თავისი მრავალფეროვნებით, სილაღით და ნაღდი ურთიერთობით, ბიძინა და KGB უნდა დამთავრდეს 26 ოქტომბერს!!!
აქვე, ისე გაუმარჯოს თქვენს წინაპრებს, როგორც ჩემებს - ხუნდაძეებს, ხაზარაძეებს, ბაშალეიშვილებს და ადეიშვილებს", - წერს მამუკა ხაზარაძე. 

მსგავსი სიახლეები